კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონფიდენციალურობას. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ჩვენი ვალდებულებები და თქვენი უფლებები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით Lactalis Group-ის მხილების სისტემის მართვის კონტექსტში (შემდგომში „მხილების პლატფორმა“).
1. განმარტებები
რა არის პერსონალური მონაცემები?
პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომელიც ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას. ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ, თქვენი სახელითა და გვარით, ან ირიბად, თქვენი დაბადების თარიღითა და მისამართით ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას.
რას გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავება?
პერსონალური მონაცემების დამუშავება არის ნებისმიერი ოპერაცია ან ოპერაციების სერია, რომელიც ხორციელდება პერსონალურ მონაცემებზე, როგორიცაა თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, შეცვლა, გამჟღავნება ან წაშლა.
რა არის Lactalis Group-ის მხილების პლატფორმა?
Lactalis Group-მა დანერგა მხილების პლატფორმა ისეთი გადაცდომების ან ინციდენტების შესახებ ანგარიშების მისაღებად, დასამუშავებლად და სამართავად, რომლებიც არღვევს კანონს, ჯგუფის შიდა წესებსა და პროცედურებს ან Lactalis Group-ის ანტიკორუფციულ Lact@პოლიტიკას და შეიძლება ჩაითვალოს კორუფციად ან კომერციულ მოსყიდვად უსაფრთხო, ფრთხილი და კონფიდენციალური გზით. კატეგორიების სია, ისევე როგორც მხილების სისტემის გამოყენების პირობები და ხშირად დასმული კითხვები ხელმისაწვდომია მხილების პლატფორმაზე და შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://lactalisgroup.sharepoint.com/sites/ConformiteGroupe/SitePages/Ligne d'alerte - Acceuil.aspx
მამხილებელთა დასაცავად, Lactalis Group-მა აირჩია უსაფრთხო გარე პლატფორმა, BKMS®ინციდენტის ანგარიშგება, რომელიც უზრუნველყოფს მამხილებლების პერსონალური მონაცემების დაცვას და კონფიდენციალურობას.
მხილების პლატფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გირჩევთ გადახედოთ ხშირად დასმულ კითხვებს ან მომხმარებლის სახელმძღვანელოს, რომელიც ხელმისაწვდომია მთავარ გვერდზე.
2. ვინ არის მონაცემთა მაკონტროლებელი?
Lactalis Group-ი (შემდგომში „Lactalis“), რომელიც მდებარეობს მისამართზე: 10 rue Adolphe Beck 53000 ლავალი (საფრანგეთი), პასუხისმგებელია მხილების პლატფორმაზე და მისი მეშვეობით განხორციელებულ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
მხილების პლატფორმა განთავსებულია BKMS® ინციდენტის შესახებ ანგარიშგების პლატფორმაზე და მას მართავს სპეციალიზებული კომპანია EQS Group GmbH, Karlstraße 47, 10789 ბერლინი, გერმანია, Lactalis-ის სახელით.
BKMS® ინციდენტის შესახებ ანგარიშგების პლატფორმაზე განთავსებული მონაცემები, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ინახება მონაცემთა ბაზაში, რომელსაც მართავს EQS Group GmbH-ი სერტიფიცირებულ, მკაცრად დაცულ მონაცემთა ცენტრში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ ჯგუფის შესაბამისობის კომიტეტის წევრებს აქვთ. არც EQS Group GmbH-ს და არც სხვა მესამე მხარეს არ აქვს წვდომა მონაცემებზე.
ყველა მონაცემი დაშიფრულია და ინახება პაროლით დაცვის რამდენიმე დონის გამოყენებით, ასე რომ, წვდომა დაშვებულია მხოლოდ ჯგუფის შესაბამისობის დეპარტამენტის მიერ ცალსახად უფლებამოსილ ძალიან მცირე რაოდენობის პირებისათვის.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები
მხილების პლატფორმის გამოყენება ნებაყოფლობითია. მხილების პლატფორმის მეშვეობით ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
- თქვენი სახელი, თუ თქვენს ვინაობას გაამჟღავნებთ.
- თქვენი სტატუსი, როგორც Lactalis-ის ან Lactalis Group-ის ერთ-ერთი აფილირებული კომპანიის თანამშრომლის (მუდმივი ან დროებითი).
- თქვენ მიერ ანგარიშში ნახსენებ პირთა სახელები და სხვა პერსონალური მონაცემები, გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ჩვენ უფლება გვაქვს შევაგროვოთ და დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:
- მხილების სისტემის საშუალებით წარმოდგენილი ანგარიშების მისაღებად და დასამუშავებლად.
- მამხილებლების ან ანგარიშში ნახსენები პირ(ებ)ის იმ განაცხადებსა თუ კითხვებზე რეაგირებისთვის, რომელიც ეხება მხილების სისტემის მართვას ან აღნიშნული პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებას ამ სისტემაში.
- მამხილებლების ან ანგარიშში ნახსენები პირ(ებ)ის იმ მოთხოვნების სამართავად, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ პერსონალური მონაცემების შესახებუფლებების გამოყენებასთან: გაპროტესტების უფლება, წაშლის უფლება, გასწორების უფლება, დამუშავების შეზღუდვის უფლება, პორტატიულობის უფლება.
4. ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვით დამუშავება
მხილების პლატფორმაზე მიღებულ ანგარიშებს განიხილავენ ძალიან მცირე რაოდენობის პირები (ჯგუფის შესაბამისობის კომიტეტის წევრები და კომიტეტის ნებართვით დანიშნული შიდა ან გარე ექსპერტები), რომელთაგან ყველას მინიჭებული აქვს კონკრეტული უფლებამოსილება და რომლებიც ექვემდებარებიან კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვის ვალდებულებას. ანგარიშები ყოველთვის მუშავდება კონფიდენციალურობის უმკაცრესი დაცვით. ჯგუფის შესაბამისობის კომიტეტის წევრები აფასებენ ანგარიშის დასაშვებობას და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ უფრო დეტალურ მოკვლევას.
ანგარიშის დამუშავების პროცესში შესაძლოა საჭირო გახდეს მიღებული ინფორმაციის გაზიარება Lactalis Group-ის სხვა თანამშრომლებთან, რომლებსაც ჯგუფის შესაბამისობის კომიტეტისგან მინიჭებული აქვთ ცალსახა უფლებამოსილება.აღნიშნული თანამშრომლები შეიძლება დასაქმებულნი იყვნენ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ და ექვემდებარებოდნენ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედ სხვადასხვა რეგულაციას. მონაცემთა დაცვის იმ დებულებებთან შესაბამისობა, რომლებიც გამოიყენება ამ მონაცემების გადაცემის დროს, ყოველთვის გარანტირებულია.
5. ანგარიშში ხსენებულ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია
პერსონალური მონაცემების დაცვის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დასაშვები ანგარიშით დაინტერესებულ პირს შესაბამისობის კომიტეტი აცნობებს, რომ მათთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები მუშავდება მათი მონაცემების ჩაწერიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს ინფორმაციას ანგარიშის ავტორის ვინაობის შესახებ.
ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს დაფარული, როდესაც შეიძლება ზიანი მიადგეს მონაცემების მოკვლევის მთლიანობას ან მოთხოვნებს, მაგალითად, როდესაც არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი. ინფორმაციის მიწოდება მოხდება რისკის აღმოფხვრის შემდეგ.
6. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
მხილების პლატფორმის მეშვეობით შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ქვემოთ მითითებული მიზნებისთვის:
დამუშავების მიზანი | შენახვის პერიოდი | სამართლებრივი საფუძველი |
---|
მხილების სისტემის საშუალებით წარმოდგენილი ანგარიშების მიღება და დამუშავება | ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, რომელსაც მაკონტროლებელი მიიჩნევს მხილების პლატფორმის ფარგლებისთვის მიუღებლად, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ან გახდეს ანონიმური. თუ ანგარიშთან დაკავშირებით არ განხორციელდება ქმედება, რომელიც ჯდება მხილების პლატფორმის ფარგლებში, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები განადგურდება ან გახდება ანონიმური ჯგუფის შესაბამისობის კომიტეტის დასკვნითი მოხსენებიდან ორი თვის ვადაში. თუ დასახელებული პირის ან შეურაცხმყოფელი ანგარიშის ავტორის მიმართ დაწყებულია დისციპლინური ან სასამართლო განხილვის პროცედურა, ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები შეინახება პროცედურის დასრულებამდე ან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე. ჩვენ შეიძლება მოგვთხოვონ ანგარიშთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შენახვა დროებით არქივებში იმ კანონიერი ვალდებულების შესაბამისად, რომელსაც ექვემდებარება Lactalis Group-ი (მაგალითად, ბუღალტრული, სოციალური ან ფისკალური ვალდებულებების შესასრულებლად). | სამართლებრივი ვალდებულება |
თქვენი განაცხადების დამუშავება | პერსონალური მონაცემები ინახება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მოცემულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის. | ლეგიტიმური ინტერესი |
თქვენ მიერ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესახებ მოთხოვნების დამუშავება | თქვენი მოთხოვნის დამუშავებიდან 3 წელი. | ლეგიტიმური ინტერესი |
7. თქვენი უფლებები და მოთხოვნის უფლება
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, თქვენ გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მათი გასწორებისა და წაშლის უფლება. თქვენ ასევე გაქვთ მათი დამუშავების შეზღუდვის, პორტატიულობისა და გაპროტესტების უფლება.
თქვენი უფლებების გამოსაყენებლად, თქვენი ვინაობის ნებისმიერი საშუალებით დადასტურებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: DPO@fr.lactalis.com ან ფოსტით შემდეგ მისამართზე: მონაცემთა დაცვის ოფიცერი – LGPO – Direction Affaires Juridiques Groupe 10 à 20 rue Adolphe Beck 53000 ლავალი (საფრანგეთი).
წაშლის უფლების გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე განვიხილავთ, თუ რამდენად საჭიროს შენახული მონაცემები ანგარიშის დასამუშავებლად. მონაცემები, რომლებიც აღარ არის საჭირო, წაიშლება.
გაპროტესტების უფლების გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე განვიხილავთ, რამდენად არსებობს დამუშავების ლეგიტიმური და დამაჯერებელი მიზეზები, რომლებიც აღემატება მონაცემთა სუბიექტის ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას, ან კანონიერი უფლებების დასადგენად, გამოსაყენებლად ან დასაცავად.
დაინტერესებულ პირს არ შეუძლია, წვდომის უფლების საფუძველზე გაიგოს მამხილებლის ვინაობა, მესამე მხარეებთან დაკავშირებული მონაცემები ან ანგარიშის მოკვლევის დროს მიღებული ინფორმაცია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე. თუ რაიმე მიზეზით თვლით, რომ ჩვენი რეაგირება არ არის დამაკმაყოფილებელი, გვინდა გაცნობოთ, რომ შეგიძლიათ პრეტენზიით მიმართოთ სამეთვალყურეო ორგანოს.
8. მხილების პლატფორმის გამოყენება
თქვენს კომპიუტერსა და BKMS® ინციდენტის შესახებ ანგარიშგების პლატფორმას შორის კომუნიკაცია ხდება დაშიფრული კავშირის (SSL) საშუალებით. მხილების პლატფორმა არ იძლევა IP მისამართების მოძებნის საშუალებას. თქვენს კომპიუტერსა და BKMS® ინციდენტის შესახებ ანგარიშგების პლატფორმას შორის კავშირის შესანარჩუნებლად, თქვენს კომპიუტერში ინახება ქუქი-ფაილი, რომელიც შეიცავს მხოლოდ სესიის ID-ს (ე.წ. „null cookie“). ეს ქუქი-ფაილი მოქმედებს მხოლოდ თქვენი სესიის დასრულებამდე და იწურება ბრაუზერის დახურვისას.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საფოსტო ყუთი მხილების პლატფორმის ფარგლებში, რომელიც დაცულია პირადად შერჩეული მომხმარებლის სახელით/ ფსევდონიმით და პაროლით. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ ანგარიშები თქვენი სახელის გამოყენებით ან ანონიმურად. მხილების პლატფორმაზე მონაცემები ინახება მხოლოდ BKMS® ინციდენტების შესახებ ანგარიშგების პლატფორმაში, რაც მას განსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის. ეს არ არის ელ-ფოსტით კომუნიკაციის ტრადიციული ფორმა.
9. შენიშვნა დანართების გაგზავნის შესახებ
ანგარიშის გაგზავნისას ან არსებულ ანგარიშზე დამატებისას, ასევე შეგიძლიათ გაგზავნოთ დანართები. თუ გსურთ ანონიმურად გაგზავნოთ ანგარიში, გაითვალისწინეთ შემდეგი უსაფრთხოების რეკომენდაცია: ფაილები შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ თქვენი ვინაობა. წაშალეთ აღნიშნული მონაცემები ფაილებიდან მათ გაგზავნამდე. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ მონაცემების წაშლა ან თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გააკეთოთ ეს, გადააკოპირეთ თქვენი დანართის ტექსტი თქვენი ანგარიშის ტექსტში ან ანონიმურად გაგზავნეთ დოკუმენტის დაბეჭდილი ასლი ქვედა კოლონტიტულში მითითებულ მისამართზე, იმ უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით, რომელიც მოგენიჭებათ ანგარიშგების პროცესის ბოლოს.
10. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან მოთხოვნა მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ-ფოსტით მისამართზე: DPO@fr.lactalis.com